x
image
worldsport.ge
“ბარსელონა” არგენტინის ნაკრებს: არ გამოიძახოთ მესი

imageკატალონიის “ბარსელონა” არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას სთხოვს, რომ ოქტომბერში გასამართი მატჩებისთვის, ეროვნულ ნაკრებში ლიონელ მესი არ გამოიძახონ. ამის შესახებ Marca იუწყება.
11 და 15 ოქტომბერს, არგენტინელები პერუსა და ურუგვაის ნაკრებთა წინააღმდეგ ჩაატარებენ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩებს. დიდი ალბათობით, ამ დროისთვის, “ალბისელესტეს” მუნდიალის საგზური უკვე მოპოვებული იქნება.
თავის მხრივ, ოქტომბრის შუა რიცხვებში, “ბარსელონას” საკმაოდ მძიმე კალენდარი აქვს – 19 ოქტომბერს “ოსასუნასთან” გასვლითი მატჩია, 22-ში – კატალონიელები “მილანს” ეწვევიან, 26-ში კი, “კამპ ნოუზე” მადრიდის “რეალს” დაუხვდებიან.


ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

1
135
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
135
  
2013, 10 სექტემბერი, 13:37
შიში კლავს ადამიანს ჰა ჰა ჰა:):):)
0 1 1