x
image
worldsport.ge
ესპანეთმა დავიდ სილვაც დაკარგა

imageესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ჩილესთან ამხანაგურ მატჩში ნახევარმცველი დავიდ სილვა ვერ დაეხმარება. L’Equipe-ს ცნობით, ამის მიზეზი ტრავმაა.
საქმე ისაა, რომ “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცელი ფინეთთან მატჩის (2:0) შემდეგ დისკომფორტს გრძნობს და “ფურია როხას” სამწვრთნელო შტაბს გარისკვა არ სურს. თანაც, ამხანაგური მატჩია და ვისენტე დელ ბოსკე ფეხბურთელს დასვენების საშუალებას მისცემს.
აღსანიშნავია, რომ ტრავმების გამო, ჩილეს ნაკრებთან ვერც ისკო, ჩაბი ალონსო, სერხიო ბუსკეტსი და ხავი მარტინესი ითამაშებენ. აქვე გეტყვით, რომ მატჩი ჟენევაში ჩატარდება.

ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
39
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0