ტკბილეული 10 ყველაზე პოპულარული დესერტი აშშ-ში 2013, 7 სექტემბერი, 15:14 დესერტი... ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ტკბილეული არ უყვარს, ხოლო თუ ვინმე ამბობს, რომ არ უყვარს - ე.ი. იტყუება! (ეს ისე, ნახევრად ხუმრობით, უბრალოდ ჩემი აზრია).
რაც შეეხება ამერიკას, აქ რაც უფრო ტკბილია დესერტი, მით მეტად ფასობს (გინდათ დაეთანხმეთ, გინდათ - არა, მათთვის ეს ასეა). აქედან გამომდინარე, ამ ქვეყანაში ყველაზე პოპულარული დესერტების ათეულში ნამდვილად უტკბილესი დესერტებია შესული. გადახედეთ და დაეთანხმეთ ან არა ამერიკელების არჩევანს. 10. რაღა თქმა უნდა ათეულს გარეთ ვერ დარჩებოდა (და, ჩემი აზრით, არც უნდა დარჩენილიყო) ამერიკული სამზარეულოს მარგალიტი - ჩიზქეიქი. მისი ბევრი ვარიანტი არსებობს, ყველაზე პოპულარული კი არის ნიუ-იორკული ჩიზქეიქი დაფხვნილი ორცხობილისა და კარაქისგან დამზადებულ ფენაზე მდნარი ყველის, ნაღების, კვერცხისა და შაქრისგან მომზადებული შიგთავსით. 9. ქაფქეიქები - ატასგვარი არომატისა და მორთულობის მქონე ჩვეულებრივი პატარა კექსები. 8. ჟელატინის დესერტი - ნებისმიერი არომატიზატორისა და დამატკბობელისგან მომზადებული. 7. გაგიკვირდებათ და... სტაფილოს ნამცხვარი. 6. ვაშლის ღვეზელი. 5. ნაყინი (მეცოდება მხოლოდ მე-5 ადგილზე რომ ვხედავ). 4. ბრაუნი, ამერიკელების სიამაყე, რომელსაც, ვფიქრობ დამსახურებულად ერგო ერთ-ერთი მოწინავე ადგილი ამ სიაში. 3. ორცხობილა შოკოლადის ჩიფსებით - ნამდვლად უგემრიელესი ტკბილეული. 2. შოკოლადის ტორტი - კლასიკა, რომელზეც ზედმეტს ვერაფერს ვიტყვით. 1. და, ვინმესთვის იქნებ საკამათო იყოს, მაგრამ ამერიკელებისთვის ყველაზე საყვარელი ტკბილეული - ირისი, განსაკუთრებით შოკოლადის ირისი. რა უნდა ითქვას, საინტერესო ნუსხაა. მე პირადად ბევრ რამეს შევცვლიდი. და თქვენ?... 831 6-ს მოსწონს
|