x
image
natia.a
რას ნანობენ ყველაზე ხშირად მომაკვდავი ადამიანები

image

ამ სტატიაში გაიგებთ, რას ნანობენ ყველაზე ხშირად ადამიანები სიკვდილის წინ. ამგვარი ნუსხის შედგენის იდეა გაუჩნდა ჰოსპისის თანამშრომელს, ბრონი ვეას, რომლის მოვალეობას შეადგენდა მომაკვდავ ადამიანებთან ურთიერთობა და მათთვის ხვედრის შემსუბუქება.


ჩვენს დროში ადამიანი ზოგადად ძალიან დიდ დროს ვუთმობთ კარიერას, საქმეს, ნაკლებად და ზედაპირულად ვმეგობრობთ, ნაკლებ დროს ვატარებთ ახლობელ ადამიანებთან, ნაკლებს ვისვენებთ, ნაკლებ სულიერ საზრდოს ვიღებთ, ნაკლებს ვსაუბრობთ გრძნობებზე.


ქვემოთ წარმოდგენილია 5 ყველაზე გავრცელებული სინანული ადამიანებისა, რომლებსაც დათვლილი დღეები, ხშირად წუთებიღა დარჩათ.



ყურედღებით წაიკითხეთ და დაფიქრდით, იქნებ თქვენც უშვებთ ხელიდან რაღაც ყველაზე მთავარს...


მაშ ასე, მომაკვდავი ადამიანების 5 ყველაზე გავრცელებული სინანული:


1. ვნანობ, რომ არ მეყო გამბედაობა მეცხოვრა ისეთი ცხოვრებით, რომელიც ჩემთვის იქნებოდა სწორი და არა ისეთით, რომელსაც სწორად მიიჩნევდნენ ჩემს ირგვლივ მყოფები.


2. ვნანობ, რომ ამდენს ვმუშაობდი.


3. ვნანობ, რომ არ მეყო გამბედაობა, გამომეხატა ჩემი გრძნობები.


4. ვნანობ, რომ ხშირი ურთიერთობა არ მქონდა მეგობრებთან.


5. ვნანობ, რომ ჩემს თავს უფლება არ მივეცი, უფრო ბედნიერი ვყოფილიყავი.




გისურვებთ, ნაკლები გქონოდეთ სანანებელი...


3
462
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
462
  
2013, 7 სექტემბერი, 12:26
ზედმეტი მუშაობა უკვე მეტისმეტია, როგორც გაბრიელ გარსია მარკესი იტყოდა ხოლმე: "ადამიანები ხარჯავთ თქვენს ჯანმრთელობას ფულის კეთებაში და შემდეგ ის ფული არ გყოფნით მის აღდგენაში"-ო...
2013, 7 სექტემბერი, 11:42
გეთანხმები, მეა. უბრალოდ აქ საუბარია ზედმეტ მუშაობაზე, როდესაც კარიერა ყველაფერს ავიწყებს ადამიანს და ცხოვრების ბოლოს ხვდება, რომ სამსახურის გარდა ყველაფერი ხელიდან გაუსხლტა... რა ვიცი, მე ვეთანხმები.
არა ნუ, სამსახური და საკმარისი ფინანსური სახსრები თუ არ გაქვს ვერც მეგობრებთან გექნება ხშირი ურთიერთობა, ვერც ბედნიერი იქნები და ვერც სასურველი ცხოვრებით იცხოვრებ :)
2013, 7 სექტემბერი, 10:45
1 და 3-ს ვეთანხმები, ამის გამო არ ღირს სინანული და გასათვალისწინებელია ნამდვილად. დანარჩენები კი ვფიქრობ ცხოვრებიდან გამომდინარეა და სინანულით ვერაფერს ვუშველით, ვინაიდან უმუშევრად მხოლოდ მეგობრებით და სიყვარულით ოჯახს ვერ შევინახავთ. კარგი სტატიაა.
0 1 3