კინო სკარლეტ იოჰანსონის საიდუმლოს ფრანგ ჟურნალისტთან რომანის შესახებ ფარდა აეხადა 2013, 5 სექტემბერი, 23:13 ვენეციაში ჩატარებულ კინოფესტივალზე ამერიკელი მსახიობი განსაკუთრებული ხიბლით გამოირჩეოდა და ქვეცნობიერად მართლაც წააგავდა იმ "უცხოპლანეტელ მზეთუნახავს", რომლის როლსაც ასრულებს. მაგრამ ყველაზე საინტერესო, რამაც გადაწონა სკარლეტის მომხიბვლელობა, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც ისევ და ისევ ვენეციის კინოფესტივალმა გამოავლინა და ფართო საზოგადოებისთვის დღეს გახდა ცნობილი. საქმე ეხება მსახიობის ახალ რომანს ფრანგ ჟურნალისტთან რომენ დორიაკთან. ჟურნალისტებისთვის კი მსახიობისა და კოლეგის ერთწლიანი საიდუმლო ურთიერთობა ახლა გახდა ცნობილი და ისიც ვენეციაში. თვითმხილველები სკარლეტის მარცხენა ხელის არათითზე შემჩნეულ ალმასის ბეჭედზეც საუბრობენ, რომელსაც მსახიობი თითქმის ერთი თვეა დაატარებს და ამბობენ, რომ ისინი უკვე დანიშნულები არიან, თუმცა საქორწინო ცერემონიაზე ჯერჯერობით არც მსახიობი და არც სკარლეტის რჩეული მამაკაცი კომენტარს არ აკეთებენ.სარწმუნო წყაროები იმასაც ამბობენ, თუ რა ბედნიერად გრძნობდნენ თავს წყვილი ფესტივალის მიმდინარეობის პროცესში. სკარლეტ იოჰანსონის თაყვანისმცემლებს კარგად ახსოვთ მსახიობის სამწლიანი ურთიერთობა კანადელ მსახიობთან, რომელსაც 2008 წელს დაშორდა და არასოდეს გამოუთქვამს მას გულისწყვეტა იმაზე, რომ გვერდით მამაკაცი არ ჰყავდა. ახლახანს მსახიობი პირველად, კინემატოგრაფიის ისტორიაში, ყველაზე სექსუალურ ქალბატონად იქნა დასახელებული, გამოკითხვაში კი 21 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას.მეორე ადგილი 6 შვილის დედას ანჯელინა ჯოლის ხვდა, ხოლო მესამე ადგილზე ნატალი პორტმანი დასახელდა. 48 15-ს მოსწონს 1-ს არა
|