x
image
worldsport.ge
რონალდო: "ნეიმარი მესისგან ბევრს ისწავლის"

imageლეგენდარულ ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო აღნიშნავს, რომ "ბარსელონას" ახალწვეული ნეიმარი ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს დონის ფეხბურთელი ჯერ არაა.
"ნეიმარი ჯერ ახალგაზრდაა, თუმცა "ბარსელონაში" დიდი კარიერა ელის. ბრაზილიელი მესისგან გამოცდილებას მიიღებს, საერთოდ ევროპაში თამაში წარმატებული კარიერის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. თავიდან ნეიმარს, რა თქმა უნდა, გაუჭირდება, თუმცა შემდეგ საუკეთესოთა შორის აღმოჩნდება", _ განუცხადა Europa Press-ს რონალდომ.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" 21 წლის ნეიმარი "სანტოსისგან" 54 მილიონ ევროდ შეიძინა.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
122
1-ს არ მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0