x
image
worldsport.ge
რიბერი: “მჯერა, რომ ოქროს ბურთის მოგება შემიძლია”

imageცოტა ხნის წინათ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად აღირებული ფრანგი ვარსკვლავი ფრანკ რიბერი მსოფლიოში საუკეთესობას უმიზნებს.
“რა თქმა უნდა, მჯერა, რომ ოქროს ბურთის მოგება შემიძლია. გასულ სეზონში, ყველაფერი გავაკეთე, რაც ტიტულების მოსაგებად იყო საჭირო. ვიყავი პროფესიონალი, გუნდთან ერთად ჩავატარე შესანიშნავი სეზონი და ყველანი კმაყოფილები დავრჩით.
გახდე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, უკან მოიტოვო მესი და რონალდუ – ეს ბრწყინვალე იქნება. ამ ეტაპზე, საკუთარი თავით ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ის მე საკუთარი თავის რწმენას შემმატებს.” – ციტირებს რიბერის სიტყვებს Goal-ი.
შეგახსენებთ, რომ რიბერიმ, გასულ სეზონში, ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, ხოლო მიმდინარე სეზონში, მან მონაგარს ევროპის სუპერთასიც დაამატა. ლიონელ მესი თავს ესპანეთის ჩემპიონობითა და ქვეყნის სუპერთასით იწონებს, ხოლო რონალდუს შეუძლია მხოლოდ ინდივიდუალური მიღწევებით დაიკვეხნოს.


მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

1
41
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
41
  
2013, 4 სექტემბერი, 20:12
ეკუთვნის ,საოცრად დაუღალავი და მებრძოლი ფეხბურთელია
0 1 1