x
image
worldsport.ge
ალდერვეირელდი: “მადრიდის “ატლეტიკოში” გადავდივარ”

imageამსტერდამის “აიაქსის” ცენტრალურმა მცველმა ტიბო ალდერვეირელდმა განაცხადა, რომ მადრიდის “ატლეტიკოში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს. ფეხბურთელი 4-წლიან ხელშეკრულებაზე შეუთანხმდა “როხიბლანკოს”.
“აიაქსი” ალდერვეირელდის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს მიიღებს. ადრე იყო საუბარი ამ ფეხბურთელის მოსკოვის “სპარტაკში” გადასვლაზე, თუმცა რუსები თავად ფეხბურთელს ვერ შეუთანხმდნენ კონტრაქტზე.
ალდერვეირელდი ბელგიელი გახლავთ, 24 წლისაა და ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 24 მატჩი აქვს ჩატარებული.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0