x
image
worldsport.ge
“ლივერპული” სახოს სანაცვლოდ 19 მილიონს გადაიხდის

imageინგლისის “ლივერპული” ფრანგულ პსჟ-ს მცველ მამადუ სახოს ტრანსფერზე შეუთანხმდა. L’Equipe-ის ცნობით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მერსისაიდელები 19 მილიონ ევროს გადაიხდიან. თუ სახომ ახალ გუნდში ადგილი დაიმკვიდრა და წარმატებით ითამაშა, მაშინ “წითლებს” ბონუსის სახით პარიზელებისთვის კიდევ 4 მილიონი ევროს გადარიცხვა მოუწევთ.
მამადუმ დღეს ლივერპულში სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, რის შემდეგაც კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი ანაზღაურება თვეში 400 ათასი ევრო იქნება.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0