x
image
worldsport.ge
“მანჩესტერი” ერერაში 36 მილიონს იხდის

imageინგლისის ჩემპიონმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” ბილბაოს “ატლეტიკს” ნახევარმცველ ანდერ ერერას ტრანსფერისთვის გაუმჯობესებული პირობებით მიმართა.
The Telegraph-ის ცნობით, პრიმერა დივიზიონის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ ინგლისელების 30-მილიონიანი წინადადება უარყვეს, ახლა კი, “წითელმა ეშმაკებმა” თანხა 36 მილიონამდე გაზარდეს. აღსანიშნავია, რომ 24 წლის ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად სწორედ 36 მილიონი ევროა მითითებული და წესით, ტრანსფერს წინ ვეღარაფერი დაუდგება.
ერერა “ატლეტიკში” 2011 წელს გადავიდა და პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში 29 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0