x
image
worldsport.ge
ოფიციალურად: კევინ-პრინს ბოატენგი “შალკეში” ითამაშებს

imageსატრანსფერო სეზონის მიწურულს, გელზენკირხენის “შალკემ” “მილანის” ნახევარმცველი კევინ-პრინს ბოატენგი შეიძინა. “ხუმარების” ოფიციალური საიტის ცნობით, 26 წლის განელი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებაზე იმყოფება.
ჯერჯერობით, გარიგების დეტალები, უცნობია. ევროპული მედიასაშუალებების ვარაუდით, გერმანელებმა იტალიელებს 15 მილიონი ევრო გადაუხადეს. უცხოელი კოლეგები ასევე ირწმუნებიან, რომ ბოატენგის წასვლა მადრიდის “რეალის” ნახევარმცველ კაკას “მილანში” დასაბრუნებელ გზას გაუხსნის.
შეგახსენებთ, რომ ბოატენგს ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს – განელი ბერლინის “ჰერტას” აღზრდილია და ამ კლუბის მაისურით მრავალჯერ უთამაშია.

ირაკლი ჯაფარიძე
www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0