x
image
თამუნა გეწაძე
მონიკა ბელუჩიმ ვენსან კასელთან დაშორების მიზეზი დაასახელა.

imageამ დღეებში ძალიან ბევრი იწერება მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის დაშორების მიზეზებზე. აზერბაიჯანულ პრესაში მათი დაშორების მიზეზად ოლიგარქს, ტელმან ისმაილოვს ასახელებენ, რომელთანაც მონიკას სუფთა საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა. მონიკა და ვენსანი ამ საკითხთან დაკავშირებით დუმილს ამჯობინებდნენ.მაგრამ ალბათ დაიღალა მოკიკა ამდენი მითქმა-მოთქმით და დაშორების მიზეზებზე კომენტარი გააკეთა."ჩვენი ცხოვრების წესი გახდა მიზეზი ჩვენი დაშორების, მიუხედევად ამისა ჩვენ ყოველთვის გვეყვარება ერთმანეთი.მართალია ჩვენი გზები შორდება ერთმანეთს, მაგრამ ჩვენ დავრჩებით ერთმანეთისთვის უახლოესი ადამიანები."

შეგახსენებთ, რომ წყვილი დიდი ხნის განმავლობაში ცალ-ცალკე ცხოვრობდა და ერთმანეთს იშვიათად ნახულობდნენ.მონიკამ ადრე განაცხადა:"ვენსანი და მე ორი სხვადასხვა სამყარო ვართ, მე არ ვიცი მისი მეგობრები და მან არ იცის ჩემი.ჩვენ განსხვავებული ცხოვრება გვაქვს, ხანდახან მე გამოვდივარ ჩემი სამყაროდან ის კი მისიდან და ვხვდებით ერთმენეთს.ორივე ჩვენგანი დამოუკიდებელი ადამიანია და ეს არის ერთთადერთი შესაძლებლობა დავრჩეთ ერთად"

ბოლო წლებში წყვილი სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობდა:იტალია, საფრანგეთი, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი.ცოტა ხნის წინ მონიკა ბრაზილიაში გადავიდა ამით ის შეეცადა ქორწინების გადარჩენას მაგრამ ამაოდ.

0
1350
11-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
1350
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0