ქალი და მამაკაცი მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი შორდებიან? 2013, 24 აგვისტო, 16:34 ბრაზილიური ჟურნალი Globo და ფრანგული გამომცემლობა Closer იუწყებიან, რომ ერთ-ერთი ყველაზე მყარი, პოპულარული და საყვარელი, ევროპული წყვილი, მონიკა ბელუჩი და ვესან კასელი ერთმანეთს შორდებიან.წყვილი 14 წელი იყო ქორწინებაში და მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ. ამბობენ, რომ მონიკამ უკვე დატოვა რიო-დეჟანეიროს სახლი, თავის ქალიშვილებთან ერთად. თვითმხილველების განცხადებით, მონიკამ დატვირთა მანქანა ძალიან ბევრი ჩემოდნებით. მას თან ახლდა მისი ქალიშვილები.ოჯახის ახლობლების თქმით, ის არსად არ აპირებდა გამგზავრებას.წყვილი ბევრჯერ შენიშნეს ჩხუბისა და კამათის დროს.ბოლოს კი მათ შორის სერიოზული ინციდენტი მოხდა აეროპორტში რამდენიმე კვირის წინ. წყვილი ოფიციალურად 1999წელს შეუღლდა. ურთიერთობა კი 1996 წელს დაიწყეს.ისინი ერთობლივად მონაწილეობდნენ 9 ფილმში.დასანანია, თუ ყველასათვის საყვარელი ოჯახი მართლაც დაინგრევა. იმედი დავიტოვოთ, რომ შესაძლებელია ეს მხოლოდდამხოლოდ ჟურნალისტების მიერ აგორებული ჭორი იყოს და სხვა არაფერი. 562 7-ს მოსწონს
|