ქალი და მამაკაცი ყველაზე "მოკლე" ვარსკვლავური ქორწინებები. 2014, 13 იანვარი, 19:11
პოპ-მუსიკის "მეფედ" წოდებული მაიკ ჯექსონი 1994 წელს დაქორწინდა როკენ-როლის "მეფის'" ქალიშვილზე–ლიზა მარია პრესლიზე.მაიკლისათვის ეს პირველი ქორწინება იყო ლიზასთვის კი მეორე.წყვილი ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობდა ერთმანეთს.პირველად მათი გაცნობა მოხდა, როცა ლიზა 7 წლის იყო, ხოლო მაიკლი 17 ის.წყვილმა ერთად ორი წელი იცხოვრა, შემდეგ კი დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ მეგობრული ურთიერთობა ბოლომდე შეინარჩუნეს.
2002 წელს ლიზა პრესლი ცოლად გაჰყვა მსახიობს ნიკოლას კეიჯს.ისინი სამი თვის სემდეგ დაცილდნენ ერთმანეთს. ლიზამ აღიარა რომ ეს ქორწინება შეცდომა იყო.
ქორწინებიდან ოთხი თვე იცხოვრეს ერთად ჯენიფერ ლოპესმა და კრის ჯადომ. 22 წლის შენონ დოერტი ქორწინებიდან ხუთი თვის შემდეგ დაშორდა ეშლი ჰემილტონს. 19 წლის დრიუ ბერიმორი ცოლად გაჰყვა მის პირველ სიყვარულს ლოს-ანჟელესში ბარის მფლობელს- ჯერემი ტომასს. ქორწინებამ გასტანა მხოლოდ 19 დღე.დრიუ ბერიმორის მესამე ქმარი იყო მსახიობი ტომ გრინი . მათი შეუღლება 2001 წელს მოხდა წლის ბოლოს კი წყვილი ერთმანეთს დაშორდა.ჰოლივუდში ეს იყო ყველაზე მშვიდობიანი განქორწინება. ოთხი თვე გასტანა ბრედი კუპერის ქორწინებამ მსახიობ ჯენიფერ ესპოზიტოსთან.მათი განქორწინება 2006 წელს მოხდა.როგორც ამბობენ პოპულარული "მარტოხელა" მამაკაცი თავს "თავისუფლად" უფრო კარგად გრძნობს. ბრიტნი სპირსი ცოლად გაჰყვა ბავშვობის მეგობარს ჯეისონ ალექსანდრას და მასთან ერთად მხოლოდ სამი დღე (55 საათი) იცხოვრა. რენე ზელვეგერი 2005 წლის აგვისტოში ცოლად გაჰყვა პოპულარულ ამერიკელ მომღერალს კენი ჩესნის სექტემბერში კი წყვილი დაშორდა ერთმანეთს მიზეზად რენემ ღალატი დაასახლა. 316 5-ს მოსწონს
|