ქალი და მამაკაცი ექვსი ადგილი სადაც არ ღირს ქმართან ერთად წასვლა 2015, 15 დეკემბერი, 21:44 ოჯახური ცხოვრება დიდ სიყვარულზე, პატივისცემასა და ურთიერთგაგებაზეა დამყარებული. თეორიულად ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ ქმართან ერთად სადაც გვინდა, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ არსებობს ადგილები, სადაც სჯობს მარტო წავიდეთ და თავი ავარიდოთ უსიამოვნებას, გავუფრთხილდეთ ჩვენ და მის ნერვებს. 1 შოპინგი. მაღაზიებში ქმართან ერთად წასვლა ღირს მაშინ, როცა მისთვის ვარჩევთ სამოსს ან რაიმე ნივთს ან მივდივართ ტექნიკის მაღაზიაში. როდესაც გვინდა გავაახლოთ ჩვენი გარდერობი. სჯობს წავიდეთ მარტო ან მეგობარ გოგონასთან ერთად.არ არსებობს მამაკაცი, რომელიც წყნარად აღიქვამს ჩვენს პრეტენზიებს, დაგველოდება დიდხანს და მშვიდად შეხვდება ჩვენს მიერ უკვე არჩეულ ძვირად ღირებულ ფეხსაცმელს. ჯობია ყველაფერი სახლში ვაჩვენოთ, როდესაც ახლოს გვექნება გულის დამაწყნარებელი წვეთები. 2.დაქალებთან შეხვედრაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რჩეული დიდ პატივს სცემს ჩვენს დაქალებს და მეგობრობს მათთან, მაინც არ ღირს გოგონებთან შეხვედრაზე მისი თანხლება, რადგან მისთვის უინტერესო იქნება ჩვენს მიერ განხილული ყველა თემა. 3.თანაკლასელებთან შეხვედრაზე. მისთვის უინტერესოა ძველი ამბების გახსენება თუ როგორ გეტყობათ ან არ გეტყობათ ასაკი, მოგონება ძველი გადახდილი სასაცილო თუ არასასაცილო ამბების. 4.კარაოკე ბარში. ეს ის ადგილია სადაც უნდა იაროთ მაგობარ გოგონებთან ერთად. თუ შემთხვევით თქვენი მეუღლეც მოინდომებს იქ წამოსვლას მოგიწევთ მისი არაფხიზელი მდგომარეობის ატანა და სახლში მალე დაბრუნება. 5. კინოში მელოდრამის საყურებლად მეუღლე არ გამოგადგებათ ის მოიწყენს და სახლში წასვლას მოგთხოვთ. თუ მაინდამაინც უნდა კინოში ერთად წახვიდეთ აარჩიეთ ისტორიული ფილმი ან ბოევიკი. 6. პოლიკლინიკაში. თუ თქვენ ავად ხართ და გჭირდებათ სერიოზული გამოკვლევა მაშინ მეუღლე თქვენთან ერთად უნდა იყოს, მაგრამ თუ მიდიხართ მორიგ გამოკვლევაზე არ არის აუცილებელი ქმარი თან წაიყვანოთ მამაკაცები ვერ იტანენ პოლიკლინიკას და ზოგადად სამედიცინო დაწესებულებებს. 197 2-ს მოსწონს
|