ქალი და მამაკაცი თინა კანდელაკი თავის "ახალ" სიყვარულზე საუბრობს. 2013, 8 სექტემბერი, 17:57 ტელეწამყვანმა და "ბიზნეს-ლედიმ" თინა კანდელაკმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა "ინტერნეტ-გამომცემლობა"Heat.ru."-ს.37 წლის პოპულარულმა ქალბატონმა გახსნილად ისაუბრა მისი "ახალი" სიყვარულის შესახებ."მე ექვსი თვეა ვხვდები ახალგაზრდა მამაკაცს, მაგრამ მისი აფიშირება ამ ეტაპზე არ მიმაჩნია სწორად.ჩემს მდგომარეობაში, როდესაც სახლში გყავს ორი მოზარდი შვილი მამაკაცთან ურთიერთობაზე საუბარი მაშინ მიმაჩნია სწორად, როდესაც დგამ ახალ ნაბიჯს და მასთან ერთად იწყებ ცხოვრებას.ამ ეტაპზე მე ამას არ ვაპირებ, ამიტომ მისი ვინაობის გამხელისაგან თავს ვიკავებ.მე როგორც კავკასიაში გაზრდილ ქალს, მიმაჩნია რომ ძალიან კარგია ქორწინება და მისი შენარჩუნება და არა გაშორება ყოველ ერთ წელიწადში.მე რა თქმა უნდა მინდა მეუღლე და კიდევ შვილი, მაგრამ უახლოეს მომავალში ამას არ ვგეგმავ, ახლა მთლიანად ორიენტირებული ვარ ჩემს ბიზნესსა და კარიერაზე"-აცხადებს კანდელაკი.შეგახსენებთ, რომ ის ქორწინებაში იმყოფებოდა ბიზნესმენთან და მხატვართან ანდრეი კონდრახინთან და ჰყავს ორი შვილი 13 წლის მელანია და 11 წლის ლეონტი.თინა ქმართან დაშორებას შემდეგნაირად ხსნის"ჩვენ საპირისპირო მიმართულებით ვმოძრაობდით და კარგია რომ დავცილდით ერთმანეთს." 29 10-ს მოსწონს
|