შოუბიზნესი ნინი ბადურაშვილის გოგონა დღეს მოინათლა 2013, 28 აგვისტო, 17:23 მომღერალ ნინი ბადურაშვილის გოგონა, პატარ ელენიკო დღეს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულზე მოინათლა.
ნინი და მისი ოჯახი ყველანაირად ცდილობენ, რომ ბავშვი მოარიდონ კამერებს და პატარას ფოტოები საზოგადოებისთვის დღემდე არ არის ხელმისაწვდომი, თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე ფოტოს რომლებშიც ბავშვს სახე არ უჩანს.
ელენიკოს ნათლობის შესახებაც ცნობილი გახდა ნინის პატარა დის, ქეთო თოფურიძის სოციალური ქსელის ფეისბუქის საშუალებით, სადაც ქეთომ დადო ფოტო წარწერით: "ჩემი გოგო მოინათლა დღეს"...
ბავშვის ერთ-ერთი ნათლია სავარაუდოდ ნინის განუყრელი მეგობარი, მომღერალი ქრისტინე იმედაძე იყო. 2988 3-ს მოსწონს
|