სიახლეები ინდოეთში ექიმებმა ორთავიანი ბავშვი გადაარჩინეს 2013, 26 აგვისტო, 9:12 ქალაქ კალკუტის ექიმებმა ურთულესი ოპერაცია ჩაატარეს, 8 თვის ჩვილს პარაზიტული, მეორე თავი მოაშორეს.ბავშვს, რომელსაც ტაფაჯალი ჰქვია, პარაზიტული თავით დაიბადა, თავი თითქმის 1 კილოგრამს იწონიდა და მასში განვითარებული იყო ტვინის ქსოვილები.ოპერაციამ 5 საათს გასტანა და წარმატებით დამთავრდა იუწყება The Daily Mail-ი.ექიმებმა ბავშვს დაუსვეს დიაგნოზი "ელცეფალომენინგოცელი", იშვიათი დაავადება, რომელიც ყოველ 40-45 ათას დაბადებულ ბავშვზე ერთი შემთხვევა ფიქსირდება.ეს დაავადება ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია განვითარებული.ოპერაციის შემდეგ ბავშვი სახლში გაწერეს, მშობლებს ტრიპუტაში, ანუ სადაც ცხოვრობენ, ექიმებმა იმედი გადაუწურეს და უთხრეს, რომ ბავშვი მალე მოკვდებოდა, თუმცა მათ გადაწყვიტეს კალკუტაში გამგზავრებულიყვნენ და იქური კლინიკისთვის მიემართათ. 53 2-ს მოსწონს
|