საზოგადოება შემაწუხებელი SMS-ები ტელეფონში, რომლითაც ჩვენი უფლებები ირღვევა 2013, 24 აგვისტო, 21:46
- კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ: პირადი მარკეტინგის მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ პერსონალური ინფორმაცია (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, ფაქსის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი) საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან არის მოპოვებული ან არსებობს მოქალაქის თანხმობა მისი მონაცემების დამუშავებაზე. - კანონის ეს მუხლი, რომელიც სარეკლამო ბაზარზე ბოლო პერიოდში განხილვის თემა გახდა თითქმის ყოველდღიურად ირღვევა. კანონდარღვევა ამ ეტაპზე კონკრეტულ სანქციებს არ მოიცავს, თუმცა შესაძლოა მალე ადმინისტრაციულ დარღვევას დაექვემდებაროს. - გავრცელებული ინფორმაციით, კერძო სარეკლამო კომპანიებს, მოქალაქეების პირად ნომრებს, თავად რეკლამის მსურველი კომპანიები, აბონენტების ნებართვის გარეშე უგზავნიან. SMS და EMAIL რეკლამასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ თავად მობილური კომპანიები და ამბობენ, რომ კავშირგაბმულობის კომპანია SMS-ის გაგზავნის მხოლოდ ტექნიკურ უზრუნველყოფას ახდენს. 283 11-ს მოსწონს
|