x
image
ხიზანიშვილი
ჯარში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო

image- ჯარში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო. პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით შეეხება 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე იმყოფებიან და არ აქვთ გადავადების ან გათავისუფლების უფლება. ჯარში გაწვევას კოორდინაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო უწევს. წელს ჯარში ნაკლები რაოდენობის ახალგაზრდებს გაიწვევენ.

- მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაიწვევენ 1635 წვევამდელს. რაც შეეხება წვევამდელების გაწვევის შემცირების რიცხვს. ეს ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ თავდაცვის სამინისტრო ცდილობს ეტაპობრივად გადავიდეს მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე, 2016 წლისთვის. შესაბამისად ისინი ნაკლებ წვევამდელს ითხოვენ გასაწვევად. რაც შეეხება დანარჩენ წვევამდელებს, თავდაცვის სამინისტროს გარდა ისინი გადანაწილდებიან "სასჯელაღსრულების და პრობაციის" და "შინაგან საქმეთა სამინისტროებში". ამ დროისათვის უკვე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და მოხდება წვევამდელების სამედიცინო შემოწმება, ხოლო 15 თებერვლისათვის უკვე მოხდება მათი გადანაწილება ამ სამინისტროებში. გაწვევა დასრულდება 30 ივნისს.

- თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით გაწვეული იქნება 600 წვევამდელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებული დანაყოფების მიმართულებით 670 წვევამდელი, ხოლო სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართულებით 365 წვევამდელი.

0
197
6-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0