x
image
ხიზანიშვილი
დასუფთავების ტარიფი, თბილისის მოსახლეობისთვის, ისევ სულადობით განისაზღვრება

image- დასუფთავების ტარიფი, თბილისის მოსახლეობისთვის, ისევ სულადობით განისაზღვრება, რომელიც სავარაუდოდ 2 ლარი და 50 თეთრი იქნება. სულადობის მიხედვით გადასახადების დადგენის

ინიციატივით მერიამ დღეს თბილისის საკრებულოს მიმართა, თუმცა საუბარია იმაზეც, რომ თანხა შესაძლოა 3 ლარამდე გაიზარდოს. მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის, ირაკლი აბესაძის თქმით 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის შეღავათი მხოლოდ 50 თეთრი იქნება, ანუ მათთვის ტარიფი 2 ლარით განისაზღვრება. დასუფთავების მოსაკრებელთან დაკავშირებით კენჭისყრა საკრებულოში 31 მაისს გაიმართება. დასუფთავებისა და ელექტრო ენერგიის მოსაკრებლის გამიჯვნის შესახებ კანონი ძალაში 1 ივნისიდან შედის.

2
370
14-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
370
  
2013, 29 მაისი, 9:22
როგორ გააღიზიანოს ამ დამპალმა უგულავამ ხალხი და აუმხედროს მთავრობას აღარ იცის.. მაშინ დაწყნარდება მერაბიშვილს რომ მიუსვავენ გვერდით
2013, 29 მაისი, 2:57
მძულს ეს იდიოტები ვერ ვიტან!!!!!!!!!! ამდენმა ნაგავმა მართლა ერთად როგორ მოიყარა თავი?:@:@:@
0 1 2