საზოგადოება ორმხრივი სროლა საქართველოს ბანკის დაყაჩაღების დროს 2013, 6 თებერვალი, 22:05
- თავდასხმიდან რამდენიმე წუთში კრიმინალური პოლიცია მივიდა ადგილზე და ეჭვმიტანილების აყვანის ოპერაცია დაიწყო. შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს თავდასხმის იარაღიც. გავრცელებული ინფორმაციით სამართალდამცველებს, შესაძლო თავდასხმის შესახებ, ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდათ. ეჭვმიტანილებმა ბანკიდან თანხის წაღება ვერ მოახერხეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ორმხრივი სროლის დროს არავინ დაშავებულა. - ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ამ კონკრეტულ ფილიალზე, თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევაა. პირველი შემთხვევა ამ დრომდე გაუხსნელია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს მომხდარი თავდასხმისას დაკავებულები არიან წინა წაჩაღობის მონაწილეებიც. 49 7-ს მოსწონს 2-ს არა
|