საზოგადოება H1N1 ანუ "ღორის გრიპი" საქართველოში 2013, 12 თებერვალი, 14:50 - ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას H1N1 ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. სამინისტროში განმარტავენ, რომ ვაქცინაცია ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, თუმცა ის ფასიანია და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 30 ლარამდე ღირს. ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ცალკეული შემთხვევების მიუხედავად განგაშის საფუძველი არ არსებობს და გამოვლენილი შემთხვევები შარშანდელთან შედარებით მომატებული არ არის. ექიმი-ინფექციონისტები მოსახლეობას ურჩევენ, თუ რესპირატორული ინფექცია და 38 ტემპერატურა სამ დღეზე მეტ ხანს გაგრძელდება, მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და დროულად მიმართონ ექიმს. - ამ სეზონზე დაფიქსირებულია H1N1 ტიპის ვირუსით გარდაცვალების სამი შემთხვევა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იაშვილის საავადმყოფოში ამ დროისთვის კარანტინია. აქ შვიდი პაციენტი მკურნალობს. პატარები საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს და მათ H1N1 ტიპის ვირუსი დაუდგინდათ, თუმცა ექიმების განცხადებით მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათივე განცხადებით პანიკის საფუძველი არ არსებობს და ვირუსი სეზონურია. სიმპტომების აღმოჩენის შემდეგ, ექიმისთვის დროულად მიმართვის და მკურნალობის შემთხვევაში კი ვირუსი ადვილად გადასატანია. 93 6-ს მოსწონს
|