საზოგადოება "ცოლის ცემა გამართლებულია" საქართველოში 34%-ს ასე მიაჩნია 2013, 10 დეკემბერი, 16:42 - ქმრის მხრიდან ცოლზე ძალადობას საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ამართლებს. ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის თანახმად გამოკითხულთა 34%-ს მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გამართლებულია, თუ ის შვილებს ყურადღებას არ აქცევს, ქმარს ეჩხუბება, საჭმელს წვავს, უარს ამბობს ინტიმურ კავშირზე ან ნებართვის გარეშე გადის სახლიდან. ცოლის ცემა დანაშაულად მიაჩნია 66%-ს. რაც შეეხება ძალადობაზე ქალის რეაქციას: 69 %-ს მიაჩნია, რომ ქალი ქმარს უნდა დაშორდეს, 17 %-ს კი მიაჩნია, რომ ქალმა ძალადობა უნდა მოითმინოს. აღსანიშნავია, რომ ცოლის ცემას დედაქალაქში მოსახლეობის ძალიან მცირე რაოდენობა ამართლებს. ზემოთ აღნიშნული 34%-ის დიდი ნაწილი კი, ვინც ცოლზე ძალადობას ამართლებს, სამეგრელოსა და ზემო სვანეთზე მოდის. 55 15-ს მოსწონს
|