x
image
ხიზანიშვილი
კოკა-კოლას რეცეპტი ამოხსნეს?!

image- ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მკვიდრი ირწმუნება, რომ კოკა-კოლას რეცეპტის საიდუმლო ამოხსნა. უფრო მეტიც, რეცეპტის გაყიდვასაც გეგმავს. კლიგ კლუგეს განცხადებით მან მსოფლიოში პოპულარული სასმელის საიდუმლო ფორმულის ასლი იპოვა. განცხადება რეცეპტის გაყიდვაზე კლუგემ "ებაიზეც" განათავსა. მისი მტკიცებით ძველმანების ბაზრობაზე მეუღლესთან ერთად შეძენილ ყუთში, ძველ წერილებთან ერთად, 1943 წლით დათარიღებული რეცეპტი აღმოაჩინა. კომპანია კოკა-კოლას წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეუძლებელია რეცეპტის გამჟღავნება, რადგან ის კარგად დაცულ სეიფში ინახება, ქალაქ ატლანტაში მდებარე კოკა-კოლას სამყაროს მუზეუმში. კოკა -კოლას საიდუმლო ინგრედიენტი 1886 წელს შეიქმნა.

1
77
13-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
77
  
2013, 14 მაისი, 17:43
საინტერესოაა :):) თუ მართლა აქვს ....
0 1 1