x
image
ხიზანიშვილი
შემაწუხებელი SMS-ები ტელეფონში, რომლითაც ჩვენი უფლებები ირღვევა

image- SMS-ების დაუსრულებელი ნაკადი, რომელთა დიდი ნაწილი სარეკლამო შინაარსისაა მობილური ტელეფონის მფლობელებისთვის შემაწუხებელ რეალობად იქცა, თუმცა დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ ამ მესიჯებით არა მარტო მათი სიმშვიდე, არამედ კანონიც ირღვევა, ვინაიდან თუ თქვენ ამაზე თანხმობა არ განგიცხადებიათ არავის აქვს უფლება თქვენი ნომერი კომერციული მიზნებისთვის გამოიყენოს.

- კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ: პირადი მარკეტინგის მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ პერსონალური ინფორმაცია (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, ფაქსის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი) საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან არის მოპოვებული ან არსებობს მოქალაქის თანხმობა მისი მონაცემების დამუშავებაზე.

- კანონის ეს მუხლი, რომელიც სარეკლამო ბაზარზე ბოლო პერიოდში განხილვის თემა გახდა თითქმის ყოველდღიურად ირღვევა. კანონდარღვევა ამ ეტაპზე კონკრეტულ სანქციებს არ მოიცავს, თუმცა შესაძლოა მალე ადმინისტრაციულ დარღვევას დაექვემდებაროს.

- გავრცელებული ინფორმაციით, კერძო სარეკლამო კომპანიებს, მოქალაქეების პირად ნომრებს, თავად რეკლამის მსურველი კომპანიები, აბონენტების ნებართვის გარეშე უგზავნიან. SMS და EMAIL რეკლამასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ თავად მობილური კომპანიები და ამბობენ, რომ კავშირგაბმულობის კომპანია SMS-ის გაგზავნის მხოლოდ ტექნიკურ უზრუნველყოფას ახდენს.

4
283
11-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
283
  
2013, 25 აგვისტო, 19:41
მაგთის სმს-ების გათიშვა შეიძლება დარეკე უბრალოდ ცხელ ხაზზე და გათისავენ. მაგ კომპანიებს ვერ თიშავენ
2013, 25 აგვისტო, 19:40
მაღიზიანებს კი არა კაი შეყვარებულივით დღეში 100ჯერ ტექნობუმი მწერს. სამჯერ დავურეკე სამივეჯერ ვერ შეიგნეს. ღირსები არიან რომ უჩივლო....
2013, 24 აგვისტო, 22:26
ვაიმეე, მეც ძალიან მაღიზიანებს ასეთი სმს-ები :( ნამდვილად უნდა დარეგულირდეს.
2013, 24 აგვისტო, 21:50
ძალიანაც კაი იქნება შეღონდა გული,ხან სმაილის,ხან მაგტისატის და ათასი სისულელის სმსმ-ბით
0 1 4