x
image
nukrichanturia
საყვარელ ქალს მეორედ აღარ დავკარგავ
image


























მე შეცდომა დავუშვი, რომ სიყვარულისთვის ბოლომდე არ ვიბრძოლე. მაშინ შემეშინდა, უკან დავიხიე. შეცდომის გამოსწორება გვიან ვცადე და ვერავინ გამიგო. ყველამ ზურგი მაქცია...

არ მახსოვს, ჩემი კლასელი გოგონა რა ასაკში შემიყვარდა. ასე მგონია, რომ მთელი ცხოვრება მიყვარს. მასაც ვუყვარდი, მაგრამ რაღაცაზე ვიჩხუბეთ და ცოტა ხნით ერთმანეთს ხმას არ ვცემდით. ძმაკაცებთანაც ვთქვი, აღარ მიყვარს მეთქი.

ჩვენს სამეგობროს ერთი გვიან შემოემატა. ჩვენი ძმაკაცის მეგობარი იყო და ჩვენც დაგვიახლოვდა. ცოტა ხანში გავიგე, რომ ჩემი შეყვარებული მოსწონდა. ვერაფერი ვთქვი, ძმაკაცებთან ნათქვამი მქონდა, აღარ მიყვარს მეთქი და თანაც იმ პერიოდში სხვა გოგოს დავსდევდი. მეგონა სერიოზულად არ ფიქრობდა და არც მიეჭვიანია. ცოტა ხანში გავიგე, რომ მოიტაცა. მაშინ კი საშინელ დღეში ჩავვარდი, მაგრამ ისევ ვერაფერი ვთქვი და შეცდომა მეორდაც დავუშვი. როცა მითხრეს, უყვარსო, მაშინვე უნდა მეთქვა, რომ მასზე ისევ ვფიქრობდი. მაშინაც გავჩუმდი და რომ მოიტაცა, არც მერე გავამხილე, რომ ისევ სიგიჟემდე მიყვარდა.


ოჯახი შექმნეს, მათ ქორწილშიც ვიყავი. ვცდილობდი არაფერი შემემჩნია, მაგრამ ვიტანჯებოდი, ჩემს გრძნობებს კი ვერავის ვუმხელდი. ერთი პერიოდი ვიფიქრე, გადავიკარგები, რომ აღარასოდეს ვნახო მეთქი, მაგრამ აქედან წასვლა ვერ მოვახერხე, თანაც გული სულ მისკენ მიმიწევდა. მისი დავიწყება ვერ შევძელი. როგორც მერე აღმოჩნდა, ვერც მან შეძლო ჩემი დავიწყება, მასაც ძველებურად ვუყვარდი.

ქმართან ცხოვრება ვერ ააწყო და მისგან წამოვიდა. მშობლებთან ცხოვრობდა, მეც რაღაცნაირად დამშვიდდი. ვურეკავდი, ველაპარაკებოდი. ბოლოს კი გადავწყვიტეთ, დავქორწინებულიყავით. ამის გამო მეგობრებმა ერთი ამბავი ატეხეს. მითხრეს, არაკაცურად მოიქეცი, ძმაკაცის ნაცოლარი არ უნდა მოგეყვანაო და ზურგი მაქციეს. ასეთი რეაქცია რატომ მაშინ არ ჰქონდათ, როცა ჩემი შეყვარებული მოიყვანა ცოლად? ხომ იცოდნენ, რომ ერთმანეთი რამდენიმე წელი გვიყვარდა. რატომ მას არ უთხრეს, რატომ მოიყვანე ჩვენი ძმაკაცის შეყვარებული ცოლადო?

ჩემი ბრალია, თავიდანვე უნდა მებრძოლა სიყვარულისთვის და ასეთ დღეში არ ჩავვარდებოდი. ჩემთვის არაფერი შეიცვლება, ერთხელ დავკარგე და ვიცი, ეს რას ნიშნავს, ამიტომ მეორედ მასთან დაშორებას არ ვაპირებ, ამას ვერ გადავიტან. თუ მეგობრები არიან, უნდა გამიგონ.

0
274
11-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0