ქალი და მამაკაცი ქმრიანი ქალების მოკლე ფრაზეოლოგიური ლექსიკონი 2014, 18 აპრილი, 16:37 სიტუაცია - ქმარი სახლში გვიან ბრუნდება. ფრაზა - "საზიზღარო, საყვარელი გაიჩინე?" სიტუაცია - ქმარი სახლში ადრე ბრუნდება. ფრაზა - "უსაქმურო, შენ მაგივრად ვინ იმუშავებს? სამსახურიდან გამოგაგდებენ." სიტუაცია - ქმარი ბევრს მუშაობს. ფრაზა - "ნუთუ სამსახურის გარდა არაფერი გაინტერესებს?" სიტუაცია - ქმარი ცოტას მუშაობს. ფრაზა - "შენი ხელფასით კატასაც ვერ ვინახავთ." სიტუაცია - ქმარს დიდი ხელფასი აქვს. ფრაზა - "კარგი ანაზღაურება გაქვს, მაგრამ შენი უფროსის ცოლი უკეთესად ცხოვრობს". სიტუაცია - ქმარს პატარა ხელფასი აქვს. ფრაზა - მაიმუნს უფრო მეტის გამომუშავება შეუძლია." სიტუაცია - ქმარი დიდ ფულს შოულობს, მაგრამ ცოტას მუშაობს. ფრაზა - "ბანდიტის გვერდით ცხოვრებას არ ვაპირებ." სიტუაცია - ქმარი ცოტა ფულს შოულობს, მაგრამ ბევრს მუშაობს. ფრაზა - "ისეთ იდიოტთან, როგორიც შენ ხარ, ცხოვრება წარმოუდგენელია." სიტუაცია - ქმარი ცოტას მუშაობს და ცოტა შემოსავალი აქვს. ფრაზა - "იმის გამო, რომ შიშველი დავდივარ და ჩასაცმელი არ მაქვს, რა გასაკვირია, რომ მეზობლებმა თქვან მეძავიაო." სიტუაცია - ქმარი საოჯახო საქმეებს ასრულებს. ფრაზა - "მე არ მჭირდება შინამოსამსახურე მამაკაცი." 319 13-ს მოსწონს
|