x
image
nukrichanturia
მამაკაცის თვისებები, რომლებიც ქალს სიცოცხლეს უმწარებს
image რაც უფრო ძლიერი ხდება მსოფლიოში ფემინისტური მოძრაობა, ქალებს მამაკაცების მიმართ უფრო მეტი პრეტენზიები უჩნდებათ. იმისათვის, რომ იდეალური მამაკაცის იმიჯს მიესადაგებოდეთ, გთავაზობთ ძლიერი სქესის წარმომადგენლების იმ თვისებებსა და ჩვევების ჩამონათვალს, რომლებიც ქალებს ძალიან აღიზიანებთ.

1. უნიტაზის თავსახურავის დახურვა ავიწყდება.

ქალი ოჯახურ ცხოვრებაში თითოეულ წვრილმანს დიდ ყურადღებას აქცევს, მათ შორის იმასაც, თუ როგორ იქცევა მამაკაცი საპირფარეშოში. ქალს განსაკუთრებით აღიზიანებს, როცა მამაკაცს უნიტაზისთვის თავსახურავის დახურვა ავიწყდება.

2. "სექსი წინდებში"


შიშველი მამაკაცი წინდებით ქალში სიმპათიებს ნამდვილად არ იწვევს. ასეთ შემთხვევაში მას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კაცს მუდმივად სადღაც ეჩქარება.

3. მანქანის სიყვარული.

ქალი ისეთი არსებაა, რომ შეუძლია, საყვარელი მამაკაცის მანქანაზეც კი იეჭვიანოს. როდესაც მამაკაცი საკუთარ მანქანას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, ქალი ამ დროს მიტოვებულად გრძნობს თავს და ეჭვიანობას იწყებს. ამიტომ ეცადეთ, ყურადღება თანაბრად გადაანაწილოთ.

image4. მკერდზე კბენა.

სასიყვარულო თამაშებისას მამაკაცში სექსუალურ ჟინთან ერთად ხანდახან ცხოველური ინქსტინტიც იჩენს თავს. ალერსის დროს ზოგიერთი მამაკაცი ქალს მკერდზე კბენს. იყავით ალერსიანი, მაგრამ არა - ძუძუმწოვარა ბავშვივით და ეცადეთ, ქალს მთავარი ღირსება არ დაუზიანოთ.

5. ბევრს ჭამს.

ქალებს ნაკლებად მოსწონთ ისეთი მამაკაცები, რომლებსაც ბევრი საჭმლის ჭამა სჩვევიათ. ასეთ შემთხვევაში ქალი იძულებულია, დააკმაყოფილოს მამაკაცის გასტრონომიული მოთხოვნები და მუდმივად სამზარეულოში იტრიალოს.

6. უკბილო ხუმრობები.

ქალის გამხიარულება ძნელია. იმ ანეკდოტებზე, რომლებიც მამაკაცების საზოგადოებაში სიცილ-ხარხარს იწვევს, ქალებს არც ეღიმებათ, ამიტომ ქალთან საუბრისას ერიდეთ ისეთი ანეკდოტის მოყოლას, რომელიც რთული აღსაქმელია.

7. ჭუჭყიანი ფეხსაცმელები.

ქალმა შეიძლება ყურადღება არ მიაქციოს ძვირფას, ლამაზ ჰალსტუხს, მაგრამ ფეხსაცმელზე გართულება აქვს. მის თვალში მამაკაცის მიმართ სიმპათიები იკლებს, თუ ფეხსაცმელზე გაცვეთილ ქუსლს, გახსნილ ზონარებსა და ჭუჭყიან ზედაპირს ნახავს.

8. ინტერესი სხვა ქალის მიმართ.

თუ წვეულებაზე სხვა ქალს ყურადღებას იმ მიზნით მიაქცევთ, რომ საყვარელი ქალის თვალში რეტინგმა აიწიოს, ეს ტიპური მამაკაცური შეცდომაა. ნებისმიერ ქალს სურს, რომ საყვარელი მამაკაცი, მხოლოდ მისით იყოს აღფრთოვანებული. გახსოვდეთ, ნებისმიერი მცირედი შეცდომაც კი ქალს საშინელი შურისძიებისკენ უბიძგებს.

9. დედა ძალიან უყვარს.

თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტზე ქალს შეუძლია თვალი დახუჭოს, დედის სიყვარულს არ გაპატიებთ. ერიდეთ მასთან დედაზე გაუთავებელ ლაპარაკს და, მით უმეტეს, ნუ შეადარებთ დედას და ცოლს ერთმანეთს.

image

1
273
12-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
273
  
2013, 10 ივლისი, 13:50
სახალისო იყო :)
0 1 1