x
image
nukrichanturia
ნათლულმა ნათლიისგან შვილი გააჩინა
image საქართველოში ნათელმირონობა წმინდათაწმინდა ღირებულებაა, იმდენად წმინდა, რომ ამ კავშირზე დამყარებული ნათესაობა შვიდ თაობაზე ვრცელდება. ამიტომ ამ კავშირის დარღვევას საზოგადოება მკაცრად აფასებს.

თამრიკო თავის ისტორიას გვიამბობს:

ეს სტატია ჩემმა ახლობლებმა რომ წაიკითხონ, ვიცი, ამით კიდევ უფრო მეტად გამწვავდება ჩვენი ურთიერთობა, გამკიცხავენ, მაგრამ დასაკარგი არაფერი მაქვს. ყველამ ზურგი მაქცია, არავინ ისურვა ჩემი მოსმენა და იმის გაგება, რომ მე ის მიყვარს. შეუძლებელია, ადამიანი ამ გრძნობას მოერიოს. რა არის ცუდი, რომ საყვარელი მამაკაცისგან შვილი გავაჩინე? ეს შეცდომად არ მიმაჩნია. - თქვენ ხომ რიგითი მამაკაცი არ შეგყვარებიათ, ის თქვენი ნათლია იყო. მასთან ნათელმირონობა, ნათესაობა გაკავშირებდათ.

- როგორც ჩანს, თქვენც სხვებივით აზროვნებთ. ნუთუ არ შეგიძლიათ, ადამიანს გაუგოთ? კარგად ვიცი, რა პასუხისმგებლობაა ნათელმირონობა, მაგრამ გულს ვერ უბრძანებ. მეხუთე კლასში ვიყავი, ზურამ რომ მომნათლა. ჩემზე 9 წლით უფროსია. ბავშვობიდან მანებივრებდა. ხშირად დავყავდი სასეირნოდ და სიურპრიზებს მიკეთებდა. როცა წამოვიზარდე, მივხვდი, რომ მის მიმართ რაღაც განსაკუთრებული გრძნობა მქონდა. მის გარეშე ყოფნა მიჭირდა. ხშირად ვურეკავდი და ვთხოვდი, ჩემთან მოსულიყო. სახლშიც უპრობლემოდ რჩებოდა, ჩემი მშობლებიც ძალიან ენდობოდნენ. ორი წლით რუსეთში წავიდა სამუშაოდ და ეს ჩემთვის მძიმე აღმოჩნდა. მენატრებოდა და მივხვდი, რომ მის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა მქონდა. ხშირად მირეკავდა და ვეხვეწებოდი დროზე ჩამოსულიყო. როგორც აღმოჩნდა მასაც ვუყვარდი და ერთ დღეს სიყვარულში გამოვუტყდით.


- თქვენს მდგომარეობაზე არ დაფიქრებულხართ?

- რა თქმა უნდა. შემაფერხებელი ფაქტორიც სწორედ ის იყო, რომ ჩემი ნათლია გახლდათ. ორივე ვეძებდით გამოსავალს და ერთ დღეს მითხრა, რომ ასეთი რამ არსებობდა. აღმოჩნდა, რომ შესაძლებელი იყო, ეს პრობლემა ეკლესიურად მოგვარებულიყო.

- როგორ?

- ხელი მომკიდა და ტაძარში წამიყვანა. იქ სპეციალური რიტუალი ჩატარდა, რითაც ამონათვლა მოხდა. ასე რომ, ამ რიტუალით ჩვენი ნათელმირონობა გაბათილდა და უკვე შეგვეძლო, გვექორწინა. ამჯერად იმის პრობლემა გაჩნდა, როგორ შეხვდებოდნენ ახლობლები და ოჯახის წევრები ამ ამბავს. როცა ეს ამბავი გახმაურდა, კინაღამ ჩაგვქოლეს. არადა მოძღვრის გარეშე არაფერი გაგვიკეთებია, ვკითხეთ და გვითხრა, რომ იმ რიტუალის შემდეგ ჩვენ შეგვეძლო ქორწინება. თავიდან ახლობლებს ყველაფერი დავუმალეთ, ხელსაყრელ მომენტს ველოდით. იმ პერიოდში ერთმანეთს ზურას ბინაში ვხვდებოდით. როცა ფეხმძიმედ დავრჩი, გადავწყვიტეთ, ეს სხვებისთვისაც გვეთქვა.

- როცა თქვენი ამბავი გახმაურდა, ოჯახს რა რეაქცია ჰქონდა?

- იმაზე ბევრად საშინელი, რასაც მოველოდით. ხუთი თვის ფეხმძიმე ვიყავი, მე და ზურა სახლში რომ მივედით და მათ ჩვენს ურთიერთობაზე ვუთხარით. საშინელება მოხდა - მამაჩემმა ზურა დანით დაჭრა. სისხლისაგან იცლებოდა და სასწრაფოს გამოძახების საშუალებას არ მაძლევდნენ. არც თვითონ გამოიძახეს. ამის შემდეგ მეც მომვარდა და წიხლებით შედგა, ფეხმძიმე ქალი საშინელ დღეში ჩამაგდო. დედაჩემი შორიდან უყურებდა ამ ყველაფერს. ბოლოს მამაჩემს მივარდა, თავი არ დაიღუპო, ცხოვრებას ნუ გაიუბედურებო.

ჩემი განწირული ხმა მეზობელმა გაიგო და სახლში შემოვიდა. მან ზურა საავადმყოფოში გადაიყვანა. საბედნიეროდ გადარჩა, მუცელში იყო დაჭრილი. საავადმყოფოში მე ვერ გავყევი, რადგან ფეხზე ვერ ვდგებოდი. მამაჩემი ამ ამბის შემდეგ სახლიდან წავიდა. ორი დღე სახლში გავატარე, რადგან იქიდან წასვლა არ შემეძლო. ამ ორი დღის განმავლობაში დედაჩემი ჩემს ტანჯვას შორიდან უყურებდა, მეუბნებოდა მაინც ვერსად გამოჩნდები და ჯობია, თავი მოიკლაო. როგორც კი წამოდგომა შევძელი, ზურას ბინაში წავედი.

- ზურას ოჯახსაც ასეთივე რეაქცია ჰქონდა?

- ზურა დედისერთაა, მას მხოლოდ დედა ჰყავს. მისი მშობლები დიდი ხანია დაშორდნენ ერთმანეთს და დედამ მარტო გაზარდა. მისთვისაც მძიმე აღმოჩნდა ეს ამბავი, მაგრამ ისეთი საშინელი რეაქცია არ ჰქონია, როგორც ჩემს მშობლებს.

ჩემმა მშობლებმა მაინც არ მოისვენეს. სახლში გვივარდებოდნენ და ზურა იძულებული გახდა საქართველოდან წასულიყო. მამაჩემი ისე იყო გაცოფებული, რომ აუცილებლად მოკლავდა. მეც ვთხოვე, რუსეთში თავის მეგობრებთან წასულიყო.

ამასობაში შვილი გამიჩნდა. ზურა ხანდახან ჩამოდის და შვილს ნახულობს. საქმე უკვე ააწყო და უახლოეს მომავალში მასთან წავალთ.

ჩემებმა საშინელი ტკივილი მომაყენეს და ალბათ ვერასოდეს შევძლებ მათ ვაპატიო. საკუთარმა დამაც მაქცია ზურგი. იცის, შვილი რომ მყავს და ერთხელაც არ უცდია ნახვა.

- იმაზე არ გიფიქრიათ, თქვენი ნაბიჯით მათ რა ტკივილი მიაყენეთ?

- ჩვენ სამარცხვინო არაფერი გაგვიკეთებია. დარწმუნებულები ვიყავით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. პრობლემა ეკლესიურადაც მოვაგვარეთ და ხელისშემშლელი ფაქტორები არ არსებობდა.

ჯვრისწერამდე თავიდან მოვინათლები, ნათლია უკვე შერჩეული მყავს.


მიღებულია თუ არა მართლმადიდებელ ეკლესიაში ამონთვლის, ანუ ნათელმირონის გაბათილება ამაზე მამა გურამი ამბობს:

მრწამსი სარწმუნოებრივი სიმბოლოა, სადაც წერია - ვაღიარებ ერთსა ნათლისღებასა მისატევებელად ცოდვათა. ეს იმას ნიშნავს, რომ მართლმადიდებელი ადამიანის ნათლობა სიცოცხლეში ერთხელ ხდება და ეკლესიურად არ არსებობს ტერმინი ამონათვლა. თუ ქალმა ნათლიისაგან შვილი გააჩინა, მძიმე ცოდვა ჩაუდენია. ამონათვლას არცერთი მართლმადიდებელი მოძღვარი არ გააკეთებდა.

52
10241
10-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
10241
  
2015, 16 ნოემბერი, 2:54
იციტ მე რამ გამაოცა?ნატლიამ და ნატლულმა როგორ შეხედეს ერთმანეთს როგორც მიჯნურებმა?მათ რომ იმ ნათელ-მირონის სწამდეთ ამას ხომ არც თავში და არც გულში გაივლებდნენ?!იმაზე აღარაფერს ვამბობ რაც მოხდა ბოლოს.ეს იცით ხალხო რას ნიშნავს?ჯვარი სწერია ყველას ამისთანა უბედურებისგან.ნათელს იღებს ადამიანი ერთხელ და ქორწინება ეს სულ სხვა თემაა...ჯვრის აყრაც არ გეგონოთ ადვილად გადასაწყვეტი საქმე მამაოს მხრიდან.ადამიანებმა თავშეკავება რომ არ გამოიჩინონ,ვნებებს რომ აყვნენ ცხოველებზე უკეტესები აღარაფრიტ იქნებიან და აღარც დედმამიშვილობა იარსებებს.ეს ამონათვლა ვიღამ მოიგონა?ვექჭვობ რომ დიდი ტყუილია და მეტი არაფერი.მშობლებსაც უნდა გაუგოთ.მათ დაინახეს საკუთარი შვილის ძალიან ბინძური მხარე და გაუცხოვდა მათთვის ის გოგო.ეს თავზარდამცემია ყველა ქრისტიანისთვის.თან ცუდი ის არის რომ დღემდე იმავე აზრზეა და არაფერს ნანობს.ვისურვებდი რომ ამისტანა ურჯულობანი საერტოდ აგარ გამაგონოს ღმერთმა.
2015, 14 ნოემბერი, 3:07
ამატ ეგებ დაასავეს მარა ამ გოგოს ისეტი საშინელი და საზიზრარი და ბნელი მშობლები არაადამინები ყოლია, ამატ გაერიდოტ სამუდამოდ სჯობს! მიკვირს რომ არ ჩაქოლეს! ასეტი ხალხის ქოლავს ქალებს ირანში და ავრანეტში! ფუი, ტქვენი
2015, 9 ნოემბერი, 13:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2014, 4 აგვისტო, 18:29
და რა მაინტერესებს,თუკი ჯვრის აყრა შეიძლება,ნათლობის გაუქმება რატომ არა?
''დედაჩემი ჩემს ტანჯვას შორიდან უყურებდა, მეუბნებოდა მაინც ვერსად გამოჩნდები და ჯობია, თავი მოიკლაო.'' ამ ფრაზამ დამშოკა...
2013, 13 ივლისი, 14:51
მძიმე თემაა, ძალიან დავითრგუნე, ვფიქრობ თავი შეეკავებინათ სჯობდა, ამ შემთხვევაში მამაკაცი უფრო ძლიერი უნდა იყოს ვიდრე ქალი, კაცს ეს არ უნდა გაეკეთებინა,,,არ განვიკითხავ არავის, უბრალოდ უმძიმესი რამ მომხდარა,,
2013, 11 მაისი, 15:27
ღმერთმა შეუნდოთ,არავის განკითხვის უფლება არ გვაქვს არავის მაგრამ ფაქტია რომ ძლიან შეცოდეს.მოძღვრის შეცდომაცაა.ნათლისგება ერთერთი საიდუმლოთაგანია და მას დიდი პატივისცემითუნდა მოვეპყროთ ყველა
2013, 6 აპრილი, 18:47
უეჭველი:D:D
2013, 28 იანვარი, 21:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ქ.ქ.ქ.-ის კომენტარზე
2013, 19 იანვარი, 21:12
Ufalma sheundot...!!!
2013, 18 იანვარი, 16:30
არ განიკითხოო,ეს არ წაგიკითხავთ არა? არ ვამართლებ მაგრამ არც იმის უფლება გვაქვს განვსაჯოთ...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10