რჩევები ტოპ ხუთეული - რა ჩავიცვათ შემოდგომის სეზონზე 2013, 24 აგვისტო, 16:35 სულ რაღაც ერთი კვირა და შემოდგომა შემოაბიჯებს. მათთვის ვისაც მოდურად ჩაცმა დახურვა უყვარს, განსაკუთრებით კი ფერადი სამოსის და აქსესუარების მოყვარულებს, შემოდგომა განსაკუთრებული სეზონია ამ თვალსაზრისით. სწორედ შემოდგომის სეზონზე გვეძლევა შანსი, ყველაზე კრეატიულად შევიმოსოთ. ვატაროთ ერთად სანდლები და ნაქსოვი ჯემპრი, ჩითის კაბა და ჯინსის კოსტუმი, სარაფანი და შარფები. თუმცა ამჯერად მინდა იმ სამოსის ტოპ ხუთეული წარმოგიდგინოთ რომელიც ამ სეზონზე აუცილებლად უნდა იყოს მოდური ქალის გარდერობში.. ჯინსის ჟილეტი - ერთ-ერთი მოდური ტრენდი, რომელსაც უკვე აქტიურად ატარებენ ჭეშმარიტი ფეშენისტკები. შეგიძლიათ ატაროთ თეთრ მაისურზე, ფერად ტოპზე, სარაფანზე მოცმული. დაპრინტული ჯინსის შარვალი - ძალიან კომფორტული და მდიდრული სამოსი. მასთან ნებისმიერი ფერის მაისურს ატარებთ. იგი ასევე უხდება თეთრ ბატისტის ზედას. საზაფხულო ბათინკები - გარუჯულ ფეხებს განსაკუთრებულ სექსუალობას მატებს. ამას გარდა მისი ჩაცმა წარმატებით შეიძლება ტილოს თეთრ კაბაზე. მიიღებთ ულამაზეს ლუქს. ჯინსის შორტი - ზაფხულის და უკვე შემოდგომის აქტუალური "მასთჰევი" - ვეჭვობ არც ზამთარში გადავა მოდიდან :)) კომფორტულობასთან ერთად, საოცრად სექსუალურად გამოიყურება გარუჯილ კანზე. გრძელი, ფართხუნა კაბა მოხდილი ზურგით - ულამაზესი, გრაციოზული და ამასთანავე კომფორტული სამოსი. უხდება ფერად "ბალეტკებს", სანდლებს და ესპადრელებს. 1823 4-ს მოსწონს
|