x
image
worldsport.ge
დი ნატალე “ლაციოსთან” ითამაშებს

image“უდინეზეს” ლიდერი, თავდამსხმელი ანტონიო დი ნატალე თავის ტრავმის მიუხედავად სერია A-ს პირველ ტურში რომში, “ლაციოს” წინააღმდეგ ითამაშებს. Football Italia-ს ცნობით, 35 წლის ფორვარდი ევროპის ლიგის პლეი ოფში “ლიბერეცთან” პირველ მატჩში ერთ-ერთ ფეხბურთელთან შეჯახებისას დაშავდა.
ანტონიოს თავი გადაუხვიეს და თამაში გააგრძელა, მისი დასრულების შემდეგ კი, ხუთი ნაკერი დაადეს. ექიმებმა მსუბუქ ფორმებში ტვინის შერყევაც დაუდგინეს. მიუხედავად ამისა, კლუბში ირწმუნებიან, რომ კაპიტანი კვირას გასამართი შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.


ზურა ქსოვრელი
www.worldsport.ge




0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0