x
image
თამუნა გეწაძე
"უკრაინული" სალათი.
image

მინდა შემოგთავაზოთ ბოსტნეულის სალათი, რომელიც ძალიან მარტივად დასამზადებელია და ამავე დროს ძალიან გემრიელია.

სალათის დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია:

მარილი 40 გრამი.


20 ცალი პერიცის კაკალი.

მცენარეული ზეთი 0, 5 ლიტრი.

სტაფილო 500გრამი.

ხახვი 500 გრამი.

პომიდორი 1, 5 კ.გ.

ტკბილი წიწაკა(ნებისმიერი ფერის)1, 5კ.გ.

შაქარი 80 გრამი.

ძმარი 250 მ.ლ.

პომიდორი დავჭრათ კუბიკებათ, სტაფილო გავხეხოთ წვრილ, გრძელ ფორმებად, ნიორი, ხახვი და წიწაკა მრგვალად.გადავიტანოთ ყველაფერი ემალის ჭურჭელში დავასხათ ზეთი, მარილი, შაქარი, ძმარი.აურიოთ ყველაფერი ერთმანეთში და გავაჩეროთ 3-4 საათი.შემდეგ მოვათავსოთ მინის ქილაში. თითოეულ ქილას დაუმატოთ 4 ცალი პერიცის კაკალი დავადოთ თავსახურავი და გავასტერილოთ 30 წუთი.შემდეგ მოვხუფოთ. ზამთარში გახსენით და მიირთვით გემრიელად.

1
5144
8-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
5144
  
2014, 22 მარტი, 21:20
გემრიელია
0 1 1