x
image
worldsport.ge
კოატესი სეზონის უმეტეს ნაწილს გამოტოვებს

imageინგლისის “ლივერპულის” მთავარი მწრთნელი ბრენდან როჯერსი საკუთარი გუნდის ურუგვაელი მცველის - სებასტიან კოატესის ტრავმით უაღრესად გულდაწყვეტილია.
Reuters-ის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელმა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ამხანაგური თამაშისას ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მინიმუმ ნახევარი წელიწადი ვერ ითამაშებს.
“როგორც ჩანს, კოატესი სეზონის უდიდეს ნაწილს გამოტოვებს. ძალზე გულდაწყვეტილი ვარ, რადგან მასთან მიმართებაში პრობლემა არასდროს მქონია. ის გამუდმებით მუშაობდა საკუთარ თავზე და შესაძლებლობებს ხვეწდა. წელს ის ძალიან ხშირად უნდა გასულიყო მოედანზე და ეთამაშა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე აღარ მოხდება”, - განაცხადა როჯერსმა.
კოატესი “ლივერპულში” 2011 წელს გადავიდა და მას შემდეგ კლუბის მაისურით ინგლისის პრემიერლიგის მხოლოდ 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. როჯერსის თქმით, ახლა მას დაცვის ცენტრის გასაძლიერებლად ექსტრემალურ სიტუაციაში მოუწევს კოატესის შემცვლელი მოძებნა.
ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0