ცნობილი მსახიობის სკანდალური აღიარება, რომელმაც ყველა მის გულშემატკივარს საშინლად ატკინა გული (+ვიდეო)
ახლახანს რუსულმა საიტებმა მსახიობ უენტვორტ მილერის სკანდალური წერილი გაავრცელა, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოსკოვში ჩატარებული საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორს ქალბატონ მარია ავერბაკს გაუგზავნა მსახიობმა, სადაც ის მადლობას უხდის კინოფესტივალის ორგანიზატორებს მიწვევისთვის და მოსკოვში არ ჩასვლის რეალურ მიზეზებზეც ხმამაღლა საუბრობს.თუმცა მანამდეც ცნობილი იყო საზოგადოებისთვის 41 წლის მსახიობის გადაწყვეტილება ბოიკოტის გამოცხადების შესახებ რუსეთის მიმართ და ვერავინ იფიქრებდა, რომ მილერი გეი იქნებოდა.- " დიდი მადლობა ფესტივალზე მოწვევისათვის. სიამოვნებით დაგთანხმდებოდით, მაგრამ როგორც გეი მამაკაცმა უარი უნდა ვთქვა. შეშფოთებული ვარ იმით, თუ როგორ ეპყრობა რუსეთის მთავრობა ჰომოსექსუალურ ადამიანებს. მსგავსი სიტუაცია ჩემთვის აუტანელია და ვერ დავესწრები კინოფესტივალს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემნაირ ჰომოსექსუალებს ასე ექცევიან. იქნებ, როცა ქვეყანაში სიტუაცია შეიცვლება, მაშინ გადაწყვეტილებაც შევცვალო." - ასეთი შინაარსის წერილი მიწერა მსახიობმა ფესტივალის დირექტორს მარია ავერბაკს.
რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებაზე თავად შეშფოთებულმა მსახიობმა, როგორც მის წერილში ვკითხულობთ, შეაშფოთა და იმედები გაუცრუა ათეულ ათასობით ფანს.მილერის მიერ აღიარებამ ორიენტაციის შესახებ შოკში ჩააგდო ყველა მისი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი.ნებისმიერ სოციალურ ქსელში შოკირებული საზოგადოება უამრავ კომენტარს წერს და აღშფოთებას ვერ მალავს საყვარელი მსახიობის განცხადებაზე.
და ფანებისთის რა შეიცვალა ნეტა?---????//