ახალგაზრდა სპეციალისტმა, ახლო წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა ვინჩენცო მონტელამ საკუთარი მომავალი ფლორენციის “ფიორენტინას” დაუკავშირა.
Football Italia-ს ცნობით, იტალიურმა კლუბმა ევროპის ლიგის მატჩის წინ გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს გუნდის შემადგენლობა წარუდგინა და ამასთან, კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა დელა ვალემ დამსწრე საზოგადოებას ერთი სიახლეც ამცნო - მონტელამ კონტრაქტი გაახანგრძლივაო.
“კარგი ამბავი მაქვს. დღეს მწვრთნელმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და ჩვენთან ხანგრძლივი დროით იმუშავებს” - თქვა დელა ვალემ, თუმცა, შეთანხმების ხანგრძლივობა არ დააზუსტა.
39 წლის მონტელამ “ფიორენტინა” 2012 წლის ივნისში ჩაიბარა. მანამდე ის “რომასა” და “კატანიაში” მუშაობდა.
ზურა ქსოვრელი
www.worldsport.ge