x
image
worldsport.ge
არტიომ ძიუბა: “ჯანო ჩვენი “ჯოკერია”

image“როსტოვის” თავდამსხმელის, არტიომ ძიუბას აზრით, ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგასთან” მოგებული (4:0) მატჩის გმირი ქართველი შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძეა.
“ის მატჩის მთავარი გმირია. ჯანო ჩვენი “ჯოკერია”. როდესაც პირველ მატჩებში სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, ვცდილობდი გამემხნევებინა. მიხარია, რომ საქმე ასე კარგად წაუვიდა. მას ნათელი გონება აქვს და გუნდის თამაშს თავის პეწს მატებს. საერთოდ, კარგია რომ მრავალმხრივი მოთამაშეები გვყავს, რადგან შეგვიძლია მეტოქე წნეხის ქვეშ მოვაქციოთ და ასევე, სანახაობრივად ვითამაშოთ”, – იუწყება “ვოლგას” კარში ერთი გოლის გამტანი ძიუბას სიტყვებს გამოცემა “სპორტ-ექსპრესი”.
“როსტოვის” მთავარმა მწვრთნელმა მიოდრაგ ბოჟოვიჩმა განაცხადა, რომ ანანიძისა და ძიუბასგან სხვა თამაშს არც ელოდა:
“ორივე კარგი ფეხბურთელია. ისინი ვარჯიშებზე კარგად მუშაობენ, რადგან შედეგის მიღწევა სურთ. ძიუბასთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველ თამაშში გაიტანოს, რათა ნაკრებში მოხვდეს. ჯანოც ძალიან კარგი მოთამაშეა. ორივე “სპარტაკის” ფეხბურთელია და მათში რაიმე ახალი და მოულოდნელი არ დამინახავს”.
შეგახსენებთ, რომ “ვოლგასთან” მატჩში ანანიძემ გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ჯანო და ძიუბა “სპარტაკმა” სეზონის დაწყებამდე “როსტოვში” ერთი წლით გაანათხოვრა.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
162
4-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0