x
image
worldsport.ge
ხედირა დაშავდა

imageმადრიდის “რეალის” გერმანელ ნახევარმცველ სამი ხედირას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.
AS-ის ცნობით, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის პირველ ტურში “ბეტისთან” მატჩის მეორე ტაიმში 26 წლის გერმანელი ცუდად დაეცა და შესაცვლელი გახდა.
ექიმების დასკვნით, ხედირას მარცხენა მუხლის ტრავმა აქვს, თუმცა, დაზიანების სირთულე და ხასიათი ჯერჯერობით უცნობი რჩება. დღეს საღამოს მას სრულფასოვანი გამოკვლევა ჩაუტარდება და მას შემდეგ გახდება ცნობილი ხედირას დაბრუნების ზუსტი თარიღი.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
30
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0