ოღონდ, არა ლიონელი გომისით. საუბარია სენეგელის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ რემი გომისზე, რომელიც ესპანურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ფრანგული “ვალანსიენის” ყოფილმა ფეხბურთელმა "ლევანტესთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
უახლოეს დღეებში ვალენსიელები კიდევ ერთი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავენ. საუბარია “სევილიადან” ბაბა დიავარას ერთწლიანი იჯარით აყვანაზე. ფეხბურთელი უკვე ჩავიდა ახალ კლუბში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შეთანხმებაც ოფიციალურად გაფორმდება.
ზურა ქსოვრელი
www.worldsport.ge