ცნობილი ჯგუფის „The Black Eyed Peas“ სოლისტი, გამომწვევად
სექსუალური, ენერგიული და უბრალოდ „ცხელი“ ლამაზმანი ფერჯი, რომელიც ჰოლივუდის ერთერთი ყველაზე სიმპათიური
მსახიობის ჯოშ დუჰამელის მეუღლეა, საკუთარი ჩაცმის სტილით აქტიურად იქცევს გლამურული
ჟურნალების და პაპარაცების ყურადღებას.
მინდა გითხრათ, რომ ფერჯის ზოგადად, ჩაცმა-დახურვის
საკითხთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნია, მას საკუთარი ფეხსაცმელების ხაზიც
კი გააჩნია, აღარაფერს ვამბობ სახელობით სუნამოზე, რომელმაც საკმაოდ დიდი პოპულარობა
მოიპოვა. მართალია ბუნებას სიმაღლით არ დაუჯილდოვებია ეს ქერათმიანი ქალბატონი, მაგრამ
ფერჯი ამ ნაკლს ოსტატურად მალავს, ლამაზი ფორმის ფეხების და მკერდის ხშირი გამოჩენით
სამოსიდან. ფერჯის ძალიან უყვარს სითამამე ჩაცმულობაში, რაც ფერების და ფაქტურების მკვეთრი
შეხამებით გამოიხატება. მომღერალი ძალზე დიდი მოყვარულია ასევე, მასიური, მკვეთრი სამკაულებისა
და აქსესუარების. იგი იშვიათად იცვამს ერთი და იგივე ბრენდის სამოსს რამოდენიმეჯერ
და ამ მხრივ უყვარს სხვადასხვა სახის ექსპერიმენტების ჩატარება. ამიტომ მის გარდერობში
შეხვდებით ისეთი ლეიბლების „კოქტეილს“ როგორიცაა: Marc Jacobs, Gucci, Emilio Pucci,
Alexander McQueen,
Alexander Wang, Dolce & Gabbana, Karl Lagerfeld და სხვა.