x
image
lady.ge
კიდევ ერთი დარტყმა - დემი მურს საკუთარი ქალიშვილები უჩივიან

imageროგორც ცნობილი გახდა, პოპულარულ მსახიობს დემი მურს, რომელიც ჯერ კიდევ ყოფილი მეუღლის ეშტონ კეტჩერისგან მიყენებულ ტრამვებს იშუშებს, საკუთარი ქალიშვილები აუჯანყდნენ. როგორც საინფორმაციო პორტალი Celebrity-Gossip, დემის სამი ქალიშვილი მსახიობ ბრუს უილისთან ქორწინებიდან, რუმერი, სკაუტი და ტალულა დედის წინააღმდეგ აპირებენ სარჩელის შეტანას, რათა ამ უკანასკნელს მათ ცხოვრებაში ჩარევის უფლება ოფიციალურად, კანონის ძალით ჩამოერთვას. როგორც გოგონები აცხადებენ, ისინი დედას მაქსიმალურად თანაუგრძნობდნენ იმ წუთიდან რაც მისი და ეშტონის ურთიერთობის დასრულების შედეგად, დემის მწვავე დეპრესია დაეწყო. imageუფროსი ქალიშვილი რუმერი ამ მხრივ, ყველაზე მეტად აქტიურობდა და ცდილობდა დედა სხვადასხვა სახის საშუალებებით გულის გადაყოლებაზე დაეთანხმებინა. ატარებდა მას კლუბებში, გასართობ დაწესებულებებში, რათა ამ გზით დემის ყოფილი მეუღლის ღალატით მიყენებული ტკივილი დაეძლია, თუმცა ღამის კლუბში მორიგი ვიზიტის დროს მსახიობი ზომაზე მეტად "გაერთო" და შედეგად საავადმყოფოში ამოყო თავი. imageგოგონები თვლიან რომ დედა სერიოზულადაა ავად ემოციურად, აქედან გამომდინარე, მათთვის უკეთესი იქნება თუ დემის მათთან დისტანციის დაჭერას აიძულებენ. imageროგორც ტაბლოიდები იუწყებიან, დემი შვილებს გამუდმებული კონტროლის მცდელობით და ისტერიული სატელეფონო ზარებით არ აძლევს მოსვენებას, ხოლო უმცროსი ქალიშვილის ტალულას გამოსაშვებ ბანკეტზე, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში შედგა, იგი საერთოდ გაებუტა ამ უკანასკნელს, მხოლოდ იმის გამო რომ მან მამასთან ცნობილ მსახიობ ბრუს უილისთან საუბარში მეტი დრო გაატარა. სავარაუდოდ დემის, რომელსაც ამ ბოლო დროს ყველამ ზურგი აქცია, გულისტკივილის შემსუბუქებაში უახლოესი მეგობარი ამანდა დე კანედე დაეხმარება. რომელთან ერთადაც მსახიობი ხშირად ჩნდება სხვადასხვა მიღებებზე.image თუმცა ამანდას ფენომენი როგორც ჩანს ცალკე თემაა და ამაზე მერე ვისაუბროთ.

1
1043
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
1043
  
2013, 25 აპრილი, 13:34
საწყალი დედები, სანამ უსუსურები არიან, შვილები მის კალთას ეკერებიან, იზრდებიან, სწავლობენ ცხოვრებას და ავიწყდებათ და განსაკუთრებით მაშინ, როცა დედას მძიმე წუთები აქვს. შემეცოდა დემი მური, შვილები თუ არა აბა ვინ უნდა გვედგას გვერდში ასეთი მძიმე წუთების დროს... :(
0 1 1