შოუბიზნესი ჯენიფერ ლოპესი საკუთარ 43-ე დაბადების დღეს არაჩვეულებრივ ფორმაში შეხვდა 2012, 29 ივლისი, 19:59 გაეკიდება კაცი უკან აბა რა იქნება, როცა ასე გამაოგნებლად ლამაზად და სექსუალურად გამოიყურება ქალი... დიახ, დიახ ეს ჯენიფერ ლოპესი გახლავთ, თავის 25 წლის ბოიფრენდ კასპერ სმარტთან ერთად, რომელმაც საყვარელი ქალისთვის გრანდიოზული დაბადების დღის ცერემონიალის ორგანიზება ითავა. ჯეი ლოს, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ დასცილდა ყოფილ მეუღლეს, მომღერალ მარკ ენტონის, დრო უქმად არ დაუკარგავს და განშორებიდან ძალიან მალე შესძლო ეფექტური "ჩანაცვლება" მოეძებნა ყოფილი მეწყვილისთვის კასპერ სმარტის სახით. როგორც ჩანს, მომღერლის მთავარი პრინციპი - ცხოვრებაში არასოდეს მოიხედოს უკან - წარსულისკენ, შესანიშნავ შედეგს იძლევა.. გადახედეთ ფოტოებს და დასკვნა თავად გამოიტანეთ. 8697 15-ს მოსწონს 1-ს არა
|