შოუბიზნესი სამი ცნობილი დაქალის მექსიკური არდადეგები 2013, 9 მარტი, 15:07 თურმე ნუ იტყვით და სამი ცნობილი ქალბატონი რიზ უიზერსპუნი, კამერონ დიაზი და დრიუ ბერიმორი შესანიშნავი დაქალები ყოფილან. ჰოდა, მას შემდეგ რაც ამერიკის დემოგრაფიული ფონდის განვითარების საქმეში ორმა მათგანმა - რიზმა და დრიუმ საკუთარი წვლილი შეიტანა, ამ ქვეყნად მომხიბვლელი პატარების მოვლინების სახით, ჯერ კიდევ მარტოხელა კამერონიც აიყოლიეს და კარიბის ზღვის ულამაზეს სანაპიროზე მდებარე, მექსიკის ფეშენებელურ კურორტ ტულუმს მიაშურეს იდეალური "გოგოშნიკის" მოსაწყობად. არავითარი ქმარი, შვილები და საქმეები. მხოლოდ დასვენება, გართობა და მზიან სანაპიროზე რუჯის მიღება..მართალია რიზი და დრიუ საპატიო მიზეზების გამო ( ორივემ ცოტა ხნის წინ იმშობიარა), მაინც და მაინც იდეალური სხეულის ფორმებით ვერ დაიკვეხნიან საცურაო კოსტუმებში და კამერონსაც დასტყობია უკვე ასაკი, მაგრამ ვინ დაეძებს მაგას? 8404 13-ს მოსწონს
|