შოუბიზნესი თურმე რა ხდება.. 2013, 23 თებერვალი, 16:04 როგორც იქნა მოვიცალე ისევ ჩემი საყვარელი სელებრითების ყოველდღიური ცხოვრებისთვის თვალის მისადევნებლად და უამრავი საინტერესო სიახლე აღმოვაჩინე, რომელიც მინდა თქვენაც გაგიზიაროთ. პირველი და ყველაზე კარგი ნიუსი არის ის, რომ მომღერალი ფერჯი და მისი მეუღლე მსახიობი ჯოშ დუჰამელი, პირველ და ნანატრ შვილიკოს ელოდებიან. ამასობაში კი კეტი ჰოლმსმა ოჯახის დანგრევით გამოწვეული დისკომფორტი როგორც ჩანს მშვენივრად გადააგორა. ჯესიკა სიმპსონს კი როგორც ჩანს ისე მოეწონა ორსულობა, სასწრაფოდ დაბრუნდა ამ მდგომარეობაში და მეორეს აჩენს უკვე. ვიქტორია ბექჰემი კი თავის ნაბოლარა გოგონასთან და უკვე საკმაოდ დიდი ვაჟთან ერთად სეირნობს. ისევე როგორც ჩემი საყვარელი მსახიობი სარა მიშელ გელერი, რომელსაც უკვე საკმაოდ წამოუზრდია თავისი გოგონა და როგორც ვიცი მეორეც შეეძინა ამასობაში. ჰოდა, ბოროტი ენები იძახდნენ, ორლანდო და მირანდა გაშორებას აპირებენო.. მოდი და ამათი შემხედვარე ეს იფიქრე ახლა.. 1060 4-ს მოსწონს
|