ვარსკვლავები მოდა თქვენი თვალებისთვის -რიზ ვიზერსპუნი და მისი სათვალეები 2012, 29 ნოემბერი, 0:02 კიდევ ერთი გამორჩეული "სათვალოლოგი" მინდა წარმოგიდგინოთ-რიზ ვიზერსპუნი. ცნობილი "ქერათმიანი ადვოკატის" როლის შემსრულებელი, საკუთარი კინო-გმირის მსგავსად, ცხოვრებაშიც უზომოდ პრანჭიაა და როგორც აღიარებს, ძალიან ბევრ დროს და ფინანსებს ხარჯავს სამოსისა და აქსესუარების შეძენაზე. მათ შორის კი, სათვალეები უდაოდ იკავებს უმნიშვნელოვანეს ადგილს რიზის გარდერობში. როგორც ჩანს, მსახიობს ექსპერიმენტები უყვარს ამ მხრივ და მის კოლექციაში, თითქმის ყველანაირი სტილის სათვალეს მოძებნით, დაწყებული რეიბანით დამთავრებული მელიისებური ფორმის მქონე სათვალით. რიზი ფაქტობრივად არ გამოდის სახლიდან სათვალის გარეშე და ყოველთვის ცდილობს, სათვალის სტილი ერთიან იმიჯს შეუხამოს, თუმცა ხშირად მისი ნახვა, უბრალო "ქეჟუალ" სამოსსა და მუქ, გაუმჭვირვალე მინების მქონე სათვალეებშიც შეიძლება უმაკიაჟოდ და განსაკუთრებულად დაყენებული ვარცხნილობის გარეშე. 327 6-ს მოსწონს
|