ვარსკვლავები თქვენთვის ტანგეტების მოყვარულებო 2012, 9 ივნისი, 11:38 ტანგეტის ძირიანი ფეხსაცმელები, საკმაოდ აქტურალური და კომფორტული ტრენდია. გარდა იმისა რომ ტანგეტი ვიზუალურად ლამაზს და უფრო გამხდარს აჩენს ფეხს, იგი ჩვეულებრივ ქუსლიან ფეხსაცმელთან შედარებით, უფრო ადვილი სატარებელია. ამიტომ ვისაც მაინც და მაინც დიდი სიყვარული არ ახასიათებს ტრადიციიული "შპილკა-პლატფორმების" მიმართ, მათი არჩევანი ერთმნიშვნელოვნად იხრება ტანგეტის ძირიანი ფეხსაცმელებისკენ. მოგეხსენებათ, ზაფხულია და განსაკუთრებული მოთხოვნა ამ ეტაპზე სანდალის ტიპის ტანგეტებზეა. ამ მხრივ კი, ტანგეტების სიყვარულით არც სელებრითები ჩამოგვრჩებიან ჩვენ, უბრალო მოდის მოყვარულებს. გთავაზობთ ფოტოებს თუ როგორი ტიპის ტანგეტებზე აჩერებენ არჩევანს ცნობილი სახეები. 2533 7-ს მოსწონს
|