x
image
worldsport.ge
“რომა” ოსვალდოს “საუთჰემპტონში” გაყიდის

image“რომას” არგენტინელი ფორვარდის, პაბლო ოსვალდოს გაყიდვით, სერიოზული მოგების მიღების შანსი გაუჩნდა.
Corriere dello Sport-ის ცნობით, ინგლისის “საუთჰემპტონმა” გადაწყვიტა, რომ “რომას” 27 წლის ფეხბურთელის შეძენისთვის ბრძოლაში ერთბაშად ყველა კონკურენტი ჩამოიშოროს და “მგლებს” 18 მილიონი ევრო შესთავაზა.
რომაელები ამ შეთავაზებას დათანხმდნენ, მაგრამ ახლა ინგლისური კლუბი თავად ფეხბურთელს უნდა დაელაპარაკოს და მასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმოს. თუ ოსვალდო “საუთჰემპტონში” გადასვლას დათანხმდება, ტრანსფერი აუცილებლად განხორციელდება და “ვოლფსბურგი” და “ბენფიკა” უშანსოდ დარჩებიან.
ზურა ქსოვრელი
www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0