დორტმუნდის “ბორუსიას” უახლოეს ტურებში ახალგაზრდა ნახევარმცველი ილკაი გუნდოგანი ვერ დაეხმარება.
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელმა დაზიანება გერმანიის ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ მატჩში მიიღო. მას ზურგის ტრავმა აქვს და მოედანზე დაბრუნების ვადები ჯერჯერობით უცნობია.
კლუბის ექიმები ვარაუდობენ, რომ გუნდოგანს ორი-სამი კვირა გაუცდება. ილკაი პარაგვაისთან შეხვედრის 27-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა, მანამდე მან გოლის გატანა მოასწრო.
ზურა ქსოვრელი
www.worldsport.ge