x
image
worldsport.ge
“ბურსასფორი” დაუმს შეუთანხმდა

imageცნობილი გერმანელი სპეციალისტი კრისტოფ დაუმი კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს.
“ბურსასფორის” ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობამ 59 წლის სპეციალისტთან უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტის დეტალები.
უახლოეს ორ დღეში დაუმი თურქეთში ჩავა და ორწლიან კონტრაქტზე საკუთარ ხელმოწერას დასვამს, რის შემდეგაც საქმიანობასაც ოფიციალურად შეუდგება.
შეგახსენებთ, რომ დაუმი უკვე მუშაობდა თურქეთის სუპერლიგაში და იქ სტამბოლის “ფენერბახჩესა” და “ბეშიქთაშს” ავარჯიშებდა. ბოლოს ის ბელგიურ “ბრიუგეს” ავარჯიშებდა და თანამდებობა შარშან გაზაფხულზე დატოვა.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0