x
image
worldsport.ge
კოკე ესპანეთის ნაკრების თავკაცს ემადლიერება

imageმადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველი კოკე ვისენტე დელ ბოსკეს ესპანეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში გამოძახებისთვის ემადლიერება. 21 წლის შუახაზელი ეკვადორთან ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახეს, რომელიც 14 აგვისტოს გუაიაკილში, სტადიონ “მონუმენტალზე” შედგება.
“ეს ოცნებაა, რომლის ახდენასაც ველოდი. აღფრთოვანებული ვარ და ვისენტე დელ ბოსკეს ნდობისთვის ვემადლიერები. “ატლეტიკოში” ჩემმა თამაშმა ნაკრებში გამოძახებაში დიდი როლი ითამაშა. განვლილი სეზონისთვის გუნდის მთავარ მწვრთნელს დიეგო სიმეონეს და ჩემს პარტნიორებს მადლობა უნდა ვუთხრა. სწორედ, მათი დამსახურებაა, რომ მოვუმატე და ნაკრების მწვრთნელის ყურადღება მივიქციე”, – იუწყება კოკეს სიტყვებს ესპანური გამოცემა Marca.
განვლილ სეზონში კოკემ ესპანეთის ჩემპიონატსა და ევროპის ლიგაში ჩატარებულ 40 მატჩში 3 გოლი გაიტანა, თან 11 საგოლე გადაცემა მიითვალა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მან ორ-ორჯერ ევროპის ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო, ხოლო ერთხელ ესპანეთის თასი.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0